პოეზია · ლირიკა
* * * უჩვენო, უკვე დამწვარ სახლებში
უჩვენო, უკვე დამწვარ სახლებშისამარადისოდ ჩამქრალი შუქიაუცილებლად გვეპატიება,ჩემო პატარა და მიამიტო.ეს მტარვალები, ქვეყნის გამხლეჩი,ეს ვერნაშველი ჩვენგან შვლის ნუკრი,ერთად რომ არ ვართ - გვეპატიებაუკვე ამიტომ.
ალბათ, რაღაცას მსგავსს იმ შენს მხარეს,განთქმულს სიმდიდრით, სიმშვიდით, ენით,შენც მღერი სულ და გასცქერი რაინს.და ტრიალებენ დიდი სისწრაფითგარშემო მთები. ჩვენს ხმებში არისრაღაც მაღალი - თუ არა ჩვენიშველა, მაშ შველა სხვა წყვილის მაინც.თუმც ვერ ვისწავლეთ
ბედნიერება ყოფნის სკოლაში,რომც ამომიღონ სპირტიდან ტვინი,თრობავ, ტვინიდან ვერასდროს გახვალ.ფილტვებშიც კვლავ ვგრძნობთ იმ ლურჯ აბრეშუმს.თუმცა ცხოვრების ჩვენის კოლაჟიდა შეუმდგარი ჭირი და ლხინიწაღებულია მომავლის ახალხალხურ ზღაპრებში.