პოეზია · ლირიკა
თოვლი, თოვლი. ცხოვრება მშვენიერია
ცხოვრება მშვენიერია. გამეღვიძა შვიდის წუთებზედა გავანათე ნაძვისხე, კარგიამისი ფერადი ნათურების ციმციმი. ცხოვრებამშვენიერია. ბავშვებს ძინავთ. დიდებსაც. თოვლი,ამ სეზონზე, როგორც მახსოვს, პირველი, მოდის.მოდის თოვლი და თენდება. ოცდათოთხმეტი -ვამბობ ჯერ გულში და არ მომწონს. ოცდათოთხმეტი -ვიმეორებ ხმამაღლა და ისევ არ მომწონს.რაღაც არ მომწონს მე ამ რიცხვში, მე დღეს სწორედ ამდენისგავხდი. მინიმუმ საათნახევარიჩემს ხელშია, შემიძლია ვიჯდე და ვწერო.არ შემიძლია. გარეთ ძაღლი ისე აყეფდა,ვიფიქრე, ბევრი ქონდა საყეფი,მაგრამ მალევე მიჩუმდა. ცხოვრებამშვენიერია. სწრაფად თენდებადა წინასწარ მეზარება ეს კონკრეტულიდღე. ცხოვრება მშვენიერია. მე ცხოვრებაარ მეზარება. მეზარებამხოლოდ ეს დღე,ეს თოვლჭყაპში სიარული,მოლოცვები, არმოლოცვები, უთვალავჯერ სათქმელი მადლონდა საამსაქმოდ შესაფერი მიმიკები. სწრაფად თენდებადა დღის შუქზე აღარ არის ისეთი კარგიჩვენი ნაძვისხის ნათურების ციმციმი. ცხოვრებამშვენიერია. ჩემი გოგონა მირბის ფანჯარასთანდა ძახილით „თოვლი, თოვლი" აყრუებს მთელ სახლს,ჩემი ბიჭი კი პატარაა, არაფერი ჯერ არ ესმის, მაგრამ მასაც უხარიადა ხტუნავს საწოლზე. მე შემეძლო მევარაუდადღის ასეთი დასაწყისი,რადგან ავდექი შვიდის წუთებზედა პირველმა გავიხედე ფანჯრიდან. შვილო,ეს არ არის კარგი თოვლი -ერთ საათში ჩამუქდება, ატალახდება,ისეთივე უღიმღამოა, როგორც რიცხვი ოცდათოთხმეტი,როგორც ნაძვისხის ნათურები დღის სინათლეზე,როგორც მამაშენი საწერ მაგიდასთან.მაგრამ ეს სიტყვები, ჩემო შვილო, ცუდი სიტყვებია,ხოლო თოვლი, ეს თოვლი, კარგია.და მამაშენიც, სხვათაშორის! ვიდრე იგი სახლიდან გავა,ვიდრე თეთრ გზას მანქანები ააჭყაპებენ,ერთხელ უთხარი, ჩასჩურჩულე - „ოცდათოთხმეტი",ისე კი არა, სიხარულით, როგორც დიდხანს გაიძახდი „თოვლი-თოვლიო"და ძმას, თუმცა არაფერი არ ესმოდა, მაინც უხაროდა,არა, უბრალოდ ჩასჩურჩულე - „ოცდათოთხმეტი"და მამაშენი გალამაზდება,და მსუბუქად გატოპავს თოვლჭყაპს,მიიღეებს მოლოცვებს, მოიხდის მადლობებსდა ერთხანს იქნებ არც გაახსენდეს,როგორ გართულდა ცხოვრება,როგორ გამარტივდნენ ოცნებები. ცხოვრებამშვენიერია.