↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საკაცე, ჩანთა, აირწინაღი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
აგერ სწრაფმა სანიტ-რაზმმამიაშურა სანგრებს წინა.მოქნილია, როგორც თასმადა მაგარი, როგორც რკინა.
ფიცითაა მინაღებისაჭურველი ხელოვანთა,ბანდი, აირწინაღები,საკაცე და აბგა-ჩანთა.
ჭრილობების არის ხვევა,გულმედგარი ებრძვის აირს -როს ტყვიების არის რყევა -და ქუხილი არყევს ჰაერს!
და ტრიალებს გაქანებითმათი მძლავრი და მრავალითვითმფრინავი, მანქანები,გემები თუ ორთქლმავალი.
რა დიდია მათი გრძნობა,რა გულმტკიცე, რა მდიდარი,სიცოცხლეთა გამოხმობა,გამარჯვების საწინდარი.
1937
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი