↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ნათიას

ხუტურიძე თინიკო

2011-08-121 წთ საკითხავი1327 ნახვა

—
სადღაცსოფლის განაპირას დაჯექიშეჭირხლულ ბორცვზე დაცაში გამოკიდებულსახლზე იოცნებე.სულ მარტომ იოცნებე,არავის გაუმხილო,თორემ დაგცინებენ.მხოლოდ მე ჩამჩურჩულეყურში ხმის კანაკალით, იმედგაცრუებულმა.მერე ერთად მივალაგ-მოვალაგოთშენი ოთახი.პიანინოს ძველისძველიგამრუდებული კლავიშებიგავუსწოროთ,თითების გამობურცულირბილი ადგილებიგადავუსვათ მტვრიან მაგიდაზე დამის ნაკვალევზემტრედების პატარაქანდაკებები ჩავამწკრივოთ.ხანდახან დავსხდეთდასასვენებლად ჩალის სკამებზე,ფანჯრიდან ზოლად შემოსულმზის სხივზეისედაც თბილი ფეხებიჯვარედინად დავალაგოთ დათიხის უჯრიდანგადმოვთვალოთ ვერცხლისბეჭდები,საყურეები თეთრი თვლებით.გული ვიჯეროთ შუადღისსიცხით,ოფლის წვეთები შევატოვოთცისფერუჯრიან ცხვირსახოცებს,ჩვენი აზრებიპარალელურ ხაზებად გავავლოთსუფთა რვეულში დატანსაცმლიანი კარადისდალაგება გავაგრძელოთ _ღილებაწყვეტილი კაბებიცალკე ჩამოვკიდოთ _თეთრი კბილებით შევცინოთერთმანეთს.იატაკზე,დაცილებული ფიცრების შუაშინემსკავით ჩავუშვათპურის ნამცეცები.ხელისგულები შევატყუპოთ დაწეროებიც გაფრინდებიანმოუსავლეთში.ჩვენი სისულელეებიცმაშინ დამთავრდება,როცა შენს ეზოშიამოსულ ჭერამსმტკივან სხეულზე შემოაჭდობგამხდარ მკლავებს,ცაში აიხედავ დაჩრდილოეთისკენ მიმავალღრუბლებს გადაითვლი.

ხუტურიძე თინიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი