პოეზია · ლირიკა
ელეგია
ქუჩაში არავინ არ არის, უბანში არავინ არ არის,ქალაქშიც არავინ არ არის _ სიცარიელე სუფევს.ან რას იპოვი _ რას არა, რჩები იმედის ამარა,ანუ ოცნების ამარა და ახდენას სთხოვს უფალს.ვეღარ ნახავო მეგობარს _ სამძიმარს მითვლის ჰეკუბა:მოთმინება არ გეყოფა _ მოლოდინს არ აქვს აზრი...საქართველოში თითქოსდა ისევ გრძელდება ლეკობა,ისევ ქართველნი გამხდარან ხარკნი ჯანდაბის ბაზრის.და ისევ დასტურ მარტო ხარ, მარტოდ შობილი მარტოდენ,ძლივს გახსენდება წარსულის დღეები როგორ გარბოდნენ,გარნა-ღა ცრემლით მომდგარით _ ჩუმად რომ უპეს ადნება _სიმარტოვეში წარსულის წამებაც მოგენატრება...წუთისოფელიც წამია, მაგრამ რა კარგი რამეა _ის მთვარიანი ღამეც ხომ ლამის მზიანი ღამეა...ჟამთასვლის ნატისუსალი საუკუნეთა ყროლია._ მიმინო გვყავდა?.._ გაფრინდა..._ ჩათვალე: არა გყოლია.