პოეზია · ლირიკა
ლოკოკინა
მზემ თვალები მილულა, თითქოს ჩაეძინა,გაინაბა ბუნება, როგორც სიზმრის წინა.ნესტიანი მიდამო პულსირებდა ფრთხილად -ზანტი კონვულსიებით, როგორც ლოკოკინა.ხავსი ჩახუტებოდა მარადისის მარაგს -ლამის თან გაჰყოლოდა, გაურბოდა განა.საფლავების ლოდები ამშრალიყო ალაგ,წითელ ცაცხვის ჭიების შეყრილიყო შპანა.და მე მზეს ვუყურებდი მოჭუტული მზერით,მოფართხალე გულით და მომუშტული ხელით:ნუთუ აღარ დადგება გადაღება ჩვენი -მართალის და ტყუილის აშკარობის მჩენი.
თუმცა ნელა, ზლაზვნით, მაინც მიდის წინა -მიირწევა მიზნისკენ თეთრი ლოკოკინა.აქვს საწუთროს ალიბი და საფლავის ლოდზე,ზებგერითის კვალივით ტოვებს ფერმკთალ ზოლებს.როცა ეშმა პარპაშებს -გზას პირდაპირ უგვის,ჯდება მწუხრის გამაში სინანულად ფუგის.ცთუნება ვერ ამარცხებს, არ გადადის მიზანს -არც მარცხნივ და არც მარჯვნივ -ჭეშმარიტი გზიდან.