↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნათლისღება

ჭუმბურიძე დოდო

2017-07-121 წთ საკითხავი685 ნახვა

—
მე რაც შემეძლო, მარტო ცრემლია,შენ კი, _ ამ მთათ და მდელოთ მცრემვლელო,აღმომცენებო მიწიდან თესლთადა დამჭკნარ ხეთა ცოცხლად მქცეველო _შენ იფარავდი აქ ყოველივეს ნათლის დედავ და ნათლისმცემელო!ჩვენ, ბრმები, ვეღარ ვხედავთ სასწაულს,წინასწარმეტყველთ როგორ ვეფეროთ,თუკი ისინიც აღარ არიან, ვაზო, ვინ დაგკრეფს დაუკრეფელო,მონები როგორ გადარჩებიან, ხორცის მონები, დიდო მეფენო?..კითხვას: როდემდე? _ ვინ უპასუხებს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს,ზეიმებს აწყობს ვითომ მაესტრო,რასაც ეშმაკიც უნდა დაესწროს,მტრედის ალალ სულს მხეცებს ნუ მისცემ,შენ დაგვიფარე, უზენაესო!..ბევრი იწამე და იცოდვილე, სულო, ლოცვებით საკურნებელო,უფლის სახლს შესვლა ისე გინდოდა, _ დარდი მოგკლავდა, რომ არ შეგევლო,მადლობა უფალს, კარი გაგეღო, უზენაესი სადაც ნებელობს...ჩვენ ბევრი რამე როდი გვინდოდა, ან რა მოგთხოვეთ, მიწავ ბებერო,ამდენ მათხოვრის გამომჩეკელო და ამდენივეს გამწბილებელო,შენგან ნატკენი გული მანდ დამრჩა, ახლა ამ დარბაზს უნდა ვეფერო,მადლობა შენდა, გადარჩენისთვის, ჩემო მამავ და მასწავლებელო!..

ჭუმბურიძე დოდო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი