↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მაისი

ჭუმბურიძე დოდო

2017-07-121 წთ საკითხავი683 ნახვა

—
მაისი ტანზე თეთრად მიმათოვს,მთენთავი სუნი ექნებათ კორდებს,ისეთი რამე უნდა ვინატრო, _ახდენის ცოტა იმედი მქონდეს.ნეტავ სულ ასეთ სიზმრებს აფენდესდა აელვებულ ცისკრებით თოვდეს,ამგვარად სცემდეს ტრფობა საფეთქლებსდა ქარი ამგვარ სიგიჟით ჰქროდეს.ღამეს ათევდეს და ვერც ათევდეს,სული სიცხიან ბავშვივით თრთოდეს,გრიგალმა ჩვენში დაიბინადროსდა სივრცე ლამაზ ოცნებად გვფლობდეს...ისეთი რამე უნდა ვინატრო, _ახდენის ცოტა იმედი მქონდეს...

ჭუმბურიძე დოდო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი