პოეზია · ლირიკა
*** "უწყლო ხეობასავით ვარ"
უწყლო ხეობასავით ვარ და პოლარულ ღამეს ვუძლებ,ცაში აჭრილ ჩიტებს ვატან ამ ლექსებით სავსე ფურცლებს,ერთს ასკილის ყვავილს ვუძღვნი,ერთს _ გამოჭრილს კლდეში დილეგს,სადაც ქალი უფლისათვის ქარგავს ულამაზეს ღილებს.მოლოდინებს ვერ გაუძლებს, აუყვება ბილიკს მზისკენ,გული ამ სტრიქონსაც უცემს, _ გასაჩენად რომ გავრისკე. . .შენ, უფალო, გიძღვნი ამ სულს, ლოცვით სავსე სიმხურვალეს,მარტო შენ თუ გადაგვარჩენ, მარტო შენ თუ გვიმკურნალებ!..