↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა

ტერენტი გრანელი 1898–1934

2026-07-181 წთ საკითხავი10104 ნახვა

—
არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,ახლა იშლება სივრცე ნახული.ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.და იბადება ყოველთვის კითხვა:კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,ახლა იშლება სივრცე ნახული.ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი