↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეგობრის ხსოვნას

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
მიუძღოდი ჯარს, ჭიხვინებდა შენი მერანი -ომში წასულთა ზიარება გებარა ოდეს -წინ მიდიოდენ მედროშენი, მოსიმღერენი,ერთი მათგანიც აღარ მოვა აქ არასოდეს.
უკანასკნელად გიღიმოდენ გზაზე ქალები,გეუბნებოდენ: საქართველო შენი გახსოვდეს.ბედნიერებას გპირდებოდენ მათი თვალები.ერთი მათგანიც აღარ მოვა აქ არასოდეს.
მუსიკა, ცრემლი, საქართველო: ზრუნვის საგანი..თითქო ყველაფერს კარი მძიმედ გადარაზოდეს,ოჰ, არასოდეს არვინ მოვა იმათთაგანი -ოჰ, არასოდეს არ ამოვა მზე, არასოდეს!
1920
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1763) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი