↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ ვხედავ ღრუბელს

ტერენტი გრანელი 1898–1934

2026-07-181 წთ საკითხავი10102 ნახვა

—
არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.და იმ ადგილას მივედი ისევ,სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.
აქაც გაისმის ქარის გოდება,ქარია გარეთ, ქარია სულში.დღესაც მეწვია და არ მშორდებაფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.
დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი