↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კალეიდოსკოპი

ანფიმიადი დიანა

2026-07-181 წთ საკითხავი3010 ნახვა

—
გუშინ მეგონა გავიზარდე,თურმე დედა ვართავის პატარას ჩუმ-ჩუმად რომ კანფეტებს პარავს,გუშინ მეგონა,ვარდისფერი საპნის ნამცხვარივჭამე და პირში ამიქაფდა ბავშვობის ძაღლი,დედაჩემი კი მარწყვის ტორტია!კრემისკენ თითის წაპარებაარის სურვილიმისი დიდობადა დედობა
ჩაიზიარო.მარწყვის ტორტია დედაჩემი,ნაჭერ –ნაჭერ დაინაწილეს.გუშინ მეგონა გავიზარდედა ბავშვობაში მოწამლული ძაღლის საყელურსგზისპირა სკვერშიდილაობით დავასეირნებ.გუშინ მეგონა გავიზარდედა “სახლი ხეზე”მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე გადმოვაბარგე.გუშინ მეგონა,მივიპკურე ყელთან სუნამო,გემრიელია,გული მწყდება ჩემს თავს რომ ვერ ვჭამ.
ჰაერში ისევ ძაფგამობმულ ბავშვებს უშვებენ,მერე ესვრიან და ხეთქავენდა მე სიცხე მაქვს.....ყურძნისთვის პურის შეტანება –მე შენს მუხლებზე,ასე უბრალოდ,რაღაც იწყება.
გუშინ მეგონა გავიზარდე ბოლო სუნთქვამდედა სუნთქვის მერე ვაგრძელებ თამაშს,დედაჩემი კი მარწყვის ტორტიავეძებ და ჯიბით ვარდისფერი სანთლები დამაქვს.
ჩემი ოდესმე დაბადებისდღის..
ანფიმიადი დიანა

ანფიმიადი დიანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი