↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლოცვა ბანაობის წინ

ანფიმიადი დიანა

2009-08-121 წთ საკითხავი3011 ნახვა

—
ჩემი ექვსი შვილისოცდათექვსმეტი შვილიშვილისათასორას ოთხმოცდათქვსმეტი შვილთაშვილიმადლობას გიხდის შენ,ვისი კანიც უფრო მეტიავიდრე ამქვეყნად ყველა ფურცელი,ვისი სხეულიც უფრო ფართოავიდრე ამ ქვეყნად ყველა სამარედა ეს ხალებიც ვის გლუვ კანზეც-ჩიტის კვერცხების უძველესი დამწერლობაა.მადლობა თბილი ნაკადისთვისთბილი ქვებისთვის,ორთქლის რძიანი ღრუბლებისთვისაბაზანის ფარდების მიღმაქაფის ქათქათა ტალღებისთვისაბაზანის თეთრ ნაპირებთან.
ქვები მოაქციე მწყრის კვერცხებადხორბლის თბილ ყანაში დააბუდექაფი წიწილების წინდებისთვისდავართე და ისევ დამებურდა,რადგან ყოველდილით ქალწული ვარრადგან ყოველ ჯერზე დედა ვხდები,კანზე ცისარტყელის ანარეკლი -კვალი შეხებების - შეთანხმება
ისევ ძალაშია:
რადგან ერთი შვილიმაშინ ერთი ლექსითუკი ერთი ლექსიმაშინ ერთი შვილი
ავდგები და ისევ გავაშვილებ.
ორთქლში ყვავილივით გაიშალასაპნის უნაზესი მორჩიბოდიში სახადივით მოვიხადეკიდევ ერთი ჩვილი ჩავისახე.ტანზე ცხელი წყალი გადავივლედა ახლა უკეთ ვარ,მოვრჩი.
ანფიმიადი დიანა

ანფიმიადი დიანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი