↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "რა არ უხდება ქვეყანას"

ხორნაული ვაჟა

2019-07-121 წთ საკითხავი4714 ნახვა

—
რა არ უხდება ქვეყანას?პირველ: სიბერწე ქალისა,მეორე: კაცის ლაჩრობა,ჟანგი ხმლისა და ფარისა,მესამე: მთების ობლობა,დაჭაობება ბარისა,მეოთხე: მიწის ღალატი,ხნულში წაქცევა ხარისა,მეხუთე: ნატაძრალებზეაბიბინება მწვანისა.მეექვსე: უქმი სიცოცხლე,ერთ წამში წაშალა კვალისა,მეშვიდე: (უბედურება!)მიზეზი ცოდვა-ბრალისა _უსიყვარულო სიკვდილი _მგზავრი უმზეო ღამისა.
ხორნაული ვაჟა

ხორნაული ვაჟა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი