პოეზია · ლირიკა
*** "უბრალო ქოხი"
უბრალო ქოხი, ღმერთის მოწნული _ესაა ჩემი კოშკიც, ტაძარიც.აქ ვიტანჯები და აქ ვლოცულობ,აქ მიკიდია ლექსის ხანძარი.აქ ყვავილობენ ჩემი დღეებიდა სიყვარული _ ხატი დღეგრძელი.ლექსი _ ესაა ოქრო მზეებისდა მელოდია ზესკნელ-ქვესკნელის.ლექსი _ ესაა სივრცის წყურვილი,ჰორიზონტების ხილვა და განცდა,აუმღვრეველი ხმით და დუმილითმიახლოება მეშვიდე ცასთან.ლექსი _ ესაა გულში მახვილი,მაცოცხლებელი, წმინდა ფხიანი,ფიქრის ნექტარი, კალმით დაღვრილი,და უკვდავების წყაროს წკრიალი.ხან სევდიანი, ჯვალოს ფერივით,ხან მხიარული, დილის სხივივით,ღმერთის კალთიდან ამოფრენილიბეღურას ხმა და ორბის ყივილი.ცეცხლში დგომა და ქარში ტორტმანი,წაუქცეველი რკინის კლდესავით,ჯოჯოხეთიდან სანთლის მომტანიდა უდაბნოში იის მთესავი.სიტყვა, ქცეული სამოთხის ფრთოსნად,ვარსკვლავის ფეთქვა, ნათება ფესვის.ამ ქვეყანაზე მეორედ მოსვლა _ესაა ლექსი!..