↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ფერების ლხინი"

ხორნაული ვაჟა

2019-07-121 წთ საკითხავი4710 ნახვა

—
ფერების ლხინი (დარი რომ არი),მეწყერო, გზა და ბულული.ნისლის ტალღები ყვავილოვანიდა სიმსუბუქე სალამურული.გადარჩენილი საშინელებას _ბან-გუმბათების აბალახებას.ცის მხარეებში აფრინველება,ზღვის სიღრმეებში ჩაკალმახება.მზერა _ კოცონში ნამის მკრეფელი,ოქრო სიჩუმის და მზის ქნარების.შორს მწვერვალები _ ლაღნი მეფენიდა მთები, როგორც ამირბარები.ღმერთის გულივით თბილი ფიცრული,ნათება სიბრძნის, ალბათებურის,სამოთხის გავლით მზესთან მისულიდა კიდევ ერთხელ დაბადებული.
ხორნაული ვაჟა

ხორნაული ვაჟა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი