↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ეს იყო ოქტომბრის დამლევს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
ეს იყო ოქტომბრის დამლევს,იმ დროს, როდესაც თვითეული ღრუბელიცაზე ვერსალსა ჰგავს.დაღალული მზე ვეღარ ათბობს მათ:შემოდგომაა.გარინდებით იდგნენ ხეები.დადაცალიერებული ხის სკამებიიწვევენ ილიუზიასწარსული ზაფხულისას;გაჰქრა ზაფხული,ოცნებიანი ახალგაზრდა ქალი,ირისისფერი ტანსაცმელით,ოქროსფერი თმით,ვერონიკას სახითდა ცისფერ ყდიანი წიგნით ხელში(შელლი, ეწერა წიგნს)ნელი ნაბიჯით მიდის ბილიკზე.ცაცხვებთან მან ჯიბის დანითხეზე ამოსჭრა:მერი.ეს მისი სახელია.სადღაცა აპობენ შეშას.ჰაერი სპლინითაა გაჟღენთილი.უეცრად ცაზემელანქოლიურად გაწოლილიღრუბელი სწრაფად აირია.მზე სრულიად დაიფარა.შეირყა გარინდებით მდგარი ხეები.დატრიალდა ჰაერშიყვითელი ფოთლების სვეტი,ახმაურდნენ ხმელი ტოტები.ქარმა გადაშალა პოეტისშელლის წიგნისწორედ იმ ადგილას,სადაც იწყება საუკეთესო სტრიქონები„გაფრენილი დღეებისა“.ყოველი ახალი წლის ღამესგამახსენდება ეს, გადმოვიღებ მიუსსეს წიგნს,იქ ერთი სონეტი მეთორმეტე გვერდზეასე თავდება:„ოჰ, არ ველოდი, ქალბატონო,მე თქვენგან ღალატს!“განა ეს სტრიქონიარ ღირს მთელ პოემად?მე თვით არ ვიცი, რა მემართება.ვერ ვისწავლე ერთი წამით მაინც დაცხრომა!მინდა გადმიშვას ნისლ-მოხვეულმამთებმა, რომ დავინახო ქვეყნისყველა პოლიუსები:მე მოვითხოვ სიტყვას.მე გადავხედავ ქვეყნებს.და ხმამაღლა ვამბობ:უარგყოფ!მიყვარხარ!ორი მილიონი თვალებითვუცქერი ახალსათას ცხრაას ოცდასამს წელსდა ვამბობ:გაუმარჯოს მომავალს!
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი