↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ეს იყო ცხრაას

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-182 წთ საკითხავი95296 ნახვა

—
სარჩევი 3
  1. 1928. VII. 29
  2. ვარშავა
  3. 4. VII. 28
ციკლიდან „პაციფიზმი“
ეს იყო ცხრაასოცდა ექვს წელშიეს იყო საქმეუბრალო, სადა.იაპონიას და ჩინეთს შორისხელშეკრულებისგათავდა ვადა.მის მოქმედებისეხლაც განგრძობასიაპონიაითხოვს ბრძანებითდა იმუქრება ინტერვენციისმოულოდნელიგადმოქანებით.და ამერიკამ,რომელიც მუდამყველასთვის მხოლოდკარგის მდომია,გამძაფრებებითმოწურულ ჩინეთსმისცა...საბაჟო ავტონომია.

1928. VII. 29

ლონდონშიმუშა-ქალებიგამოვლენ მალემის წინააღმდეგ.შეერთდებიანშრომის შვილები.ცოლები მემაღაროეთა.მშრომელი ქალებისაქსოვ ფაბრიკების.ლანკაშირში,დიენდშიაგროვებენ სახსარსლონდონში ჩასასვლელად.ყველანი დემონსტრაციაზე!ყველაზე წინ წავლენრუსის ქალები,რომელთაც იციანრას ნიშნავს ბრძოლა,რას ნიშნავს შიმშილიდა სამუშაოს დაკარგვაბრძოლის სამაგიეროთ.ლოზუნგები:შესწყვიტეთ ჩინეთის ინტერვენცია!დაიცავით საბჭოთა კავშირიომში ჩათრევისაგან!ძირს ომიიმპერიალისტური!გაუმარჯოს საერთაშორისოსოლიდარობასკლასიურ ომში!

ვარშავა

პოლონელ პროლეტარიატისომის წინააღმდეგმიტინგზესიტყვას ამბობსსეიმის წევრი.ის მიუთითებსიმ საშიშროებაზერომელსაც აწყობენსახელმწიფონიდიდი ბრიტანეთისხელმძღვანელობით.ეს საშიშროებააომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.იგი მიუთითებსპოლონეთის მთავრობისაგრესიაზე ლიტვის მიმართ.მიტინგზე იყო2000 მუშა.სიტყვა სეიმის წევრისხშირად წყდებოდასაიდუმლო პოლიციის აგენტებისბოროტი დაქადნებით.ისინი შეიარაღებულნი იყვნენყვითელი ჯოხებით.ცხენოსანთა პოლკთან ერთადისინი -ეკვეთნენ მასსას.

4. VII. 28

პირველი მსოფლიო ომიდან14 წლის გასვლის შემდეგ,იმ ომიდან,რომელმაც დაბადაპირველი სოციალისტურირევოლიუცია,კომინტერნი მოუწოდებსყველა ქვეყნისმუშებსა და გლეხებსმოემზადონ,რათა მომავალიახალი მსოფლიო ომიგადაიქცესმსოფლიო სოციალისტურრევოლიუციად.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი