↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ეს გრძნობა სიბოროტედ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95285 ნახვა

—
ეს გრძნობა სიბოროტედ,გთხოვ, ნუ ჩამომერთმევა,(ირგვლივ გაზაფხულია,ბაღს ვარდები ერთმევა).პოვნა ახალ წყაროთა,ნაბიჯის წინ გადადგმა,არ იქნება, მგონია,იმ ნათქვამის გადათქმა.ვინც ავთქმას შეექცევადა ბოროტის მთქმელია,მათთვის ზურგის შექცევააუცილებელია.ეს თქმა სულ უბრალოა,უნაღარო, უბუკო,მინდა, რომ ცოტაოდნადდარდი შეგიმსუბუქო.კარგი, ვიმასლაათოთ,სიტყვა ვთქვათ მოკვეთილი,გზა რომელი სჯობია,ბოროტი თუ კეთილი?ჰუმანიზმის თქვენისა,მორალით შებურვილი,მთლად დაღუპვა სჯობიათუ დაღუპვის სურვილი?
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი