↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ჴქრო და ქვიშა მარადისობის"

ხორნაული ვაჟა

2019-07-121 წთ საკითხავი4708 ნახვა

—
ოქრო და ქვიშა მარადისობის(ვერ გამოლიეს სითბო ბინდებმა).ვინც გენატრება, განა ის მოდის,ვინც არ ელი, ის მოფრინდება.ნაყანევი და ნაპირმზითალი,დავიწყებული გზა და ცელები.წაქცეულ ვაზთან ლანდი წმინდანის,ჭაღარა ხავსი საწნახელების.დამსკდარ კედელზე მწვანე რტოები,სხვა წყაროები და სხვა წრეები.ლოცვა-ვედრება სამრეკლოების,სევდა ჩამქრალი სამარეების.მწვერვალთა მიღმა ცისკრის გალობა,ჰორიზონტებთან ცის მოდიდება...მხსნელი ვინცაა, ის კი არ მოვა,ვინც შეგიწირავს, ის მოფრინდება.
ხორნაული ვაჟა

ხორნაული ვაჟა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი