↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ლეგენდარული შენი დიდება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95284 ნახვა

—
ლეგენდარული შენი დიდებამე მაჯადოებს გადამეტებით,მაგრამ მე იგი არ მეზიდებახელაღებით და თავგამეტებით.
რაა დიდება? ეს იგივეა,რაც აღელვებულ ზღვების ხმაური,მისი ნამდვილი გული ცივია,გული კი გზაა და მეზღვაური.
იგი რუპორის არის ხაზგასმა,მაგრამ თანაბრად იზრდება ლანდი,ჯერ წმინდა ნიჭი, დიდი ფანტაზმა,შემდეგ საბირჟო პრეისკურანტი.
მაგრამ თუ შენში არის გენია,და ისიც კიდევ გაუგებარი -ბრძოლაში ბედი არ გიწერია,შენ არ მიგიღებს ბირჟა მყეფარი.
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი