პოეზია · ლირიკა
ბატთან მეომარი
ზეზვა ხევსური ბიჭია,უყვარს კოშკების მხარე,წამოიზარდა, სკოლაშიივლის ძალიან მალე...დაუდეგარი ვინმეა,მართლაც,მთიელის ჯიშის,ხან კატას ჩაუსაფრდებადა გულს უხეთქავს შიშით,ხან მამალს ეკინკლავებადიდი ზვინების ჩრდილში.
მაგრამ როდესაც მახლობლადასისინდება ბატი,არც მეტი და არც ნაკლები-ზეზვა ეზოდან გადის.
ერთ მშვენიერ დღეს აიღოპაპის ნაქონი ხმალი,მერე ხევსურულ პერანგზეგადაიკიდა ფარი,ბატმა რომ დაუსისინა,დაუბრიალა თვალი,დაიწყო ბრძოლა ფიცხელი,უმზერს ქათმების ჯარი.ჯერ ბატმა ჩაუნისკარტა,ზეზვას აეწვა მკლავი,ბატს ხმალი შემოუქნიადა გაუკაწრა თავი.
გადაირია მამალი,ჩადგა მოჩხუბართ შორისდა,როგორც იქნა,დამთავრდაბიჭის და ბატის ომი.
მერე ქათმების კრებაზეხელშეკრულება დადეს,რომ ზეზვა დაუმეგობრდესქათმებს,ბატებს და კატებს.ან კატას,ან ბატს,ან ქათამსმისი რაიმე მართებთ?!
შერიგდნენ...ახლა ეზოშიორი ძმობილი დადის:მკლავშეხვეული ზეზვა დათავშეხვეული ბატი.