პოეზია · ლირიკა
მაისის თაფლი
რა ადვილია რომ მიყვარდეანუ მაგრად მოვმუწო პირირომ ჩემს მუცელში მოზუზუნემუშა ფუტკრებმაარ შეგატოვონ ფაქიზი და მყიფე ნესტარი,მიყვარდე, ნიშნავს, რომ დაგიცვაჩემი კოცნისგან.
რა ადვილია, რომ მიყვარდეკანის ფორებში – ფიჭის უჯრებშიგამოვჩეკო თბილი ჭუპრები:შეხებასუნიმახსოვრობაჩვევაშეჩვევა –დავაფრთიანომოგცე სხვასთან ყოფნის უფლება.
რა ადვილია რომ მიყვარდე,ყოველ დილით დავუხშო ბაგეუსქესო ფუტკრებს- შთაგონების მუშა ქალწულებსმტვრითა და ცვილით ამოვლესოჩემი სკის კარიმიყვარდე – ნიშნავს იყო შორს დაჩემგან დაცული.
რა ადვილია, როგორც ოქროს მიწაში დაფლვა,არადა ისე უმიზეზოდ დამწიფდა თაფლი.