პოეზია · ლირიკა
ომი
Iჩემი ჭა დაშრაწვეთები ხეებს ნაყოფებად ჩამოეკიდნენ,არ მაქვს სამშობლო.
IIკარის მეზობლის კარზე – დაფაზემაგალითი გამოვიყვანე –კუბური ფესვი მცენარიდანდა ფეხები რბენის ხარისხში,არ მაქვს სამშობლო.
IIIმე მკვდარი ზღვა ვარაქ მარილიც ისე მკვდარიაენის წვერიც ვეღარ აცოცხლებსდა ვეღარც ორი შესართავისირდარიაამუდარია –მკერდი, რომელიც უნდა გეწოვა.
არ მაქვს სამშობლო.
IVნუ მეუბნები, რომ გიყვარვარ,არ მსურს და ყურებსთითებით ვიცობ,ხმით გაჩენილს ვიხშობ იარებსარ მაქვს სამშობლოდა სიყვარულს არა აქვს აზრიდა ალბათ ზღვაში ვიმშობიარებ.
Vჩემი ჭა დაშრაწვეთები ხეებს ნაყოფებად ჩამოეკიდნენ,არ მაქვს სამშობლო.