↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვილი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2014-05-131 წთ საკითხავი2400 ნახვა

—
მიყვარს, მიყვარს, მე ტიკტიკი ჩვილის ყრმის,მიყვარს სმენა უცნაურისა მის ხმის,ოდეს იგი ენითა სასუფევლისუალერსებს წიაღთა თავის მშობლის!მის სოფელი უზრუნველობით შენობს;გარდა დედის ალერსისას არრას გრძნობს;ნებივრობით და ღიმილით სულდგმულობს;ყოველსავე შეუპოვრად მჭვრეტელობს.არა ფიქრობს იგი თავისს ცხოვრებას,არ განიცდის იგი საწუთროს ვნებას;იგი თავის სანუკველითა შობითამუნათებს თვისთა მშობელთ პირიქით.იტიკტიკე ენითა უსუსურის,იტიკტიკე, ვიდრე ჟამი დაგხარის,ვიდრემდის ხარ, ყრმაო, თავისუფალი,არ გიცვნია სოფელი მომღერალი!
1839 წ.
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი