↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩინარი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2014-05-131 წთ საკითხავი2396 ნახვა

—
განმარტოებულს ფრიალოს კლდეზე სდგას ალვის ხისა ნორჩიახალი,მრავალ-შტოვანი, მაგრილობელი, ჰაეროვანი, ტურფა, მაღალი.საამო არის მის ჩრდილში ოცვნა და მისთა ფოთოლთ შრიალთასმენა,და წყალთ დუდუნზე უკუღმართისა ამა სოფლისა ჭირთა დათმენა!
მოქშუის მტკვარი, მოქრის ნიავი და შრიალითა არხევს ჩინარსა,და გამოსცემენ სახიობასა, ტკბილის ოცნებით დამაძინარსა!მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთშორის,და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!ვითა მიჯნური სატრფოს ამაყსა, მტკვარი მას ნორჩსა ფერხთაევლების,და აღმოარხევს უფსკრულებიდამ, და აღელვილი კლდესა ეხლების!მაგრამ ჩინარი, მაღლად მჩინარი, დგას მედიდურად და სიამაყით,და მხოლოდ თავსა გარდმო-გარდიღებს სევდიანისა შერხევისსახით.
რამდენჯერ ქარი შეარხევს საროს, იმდენჯერ მტკვარი უმეტესოხრავს,თითქოს სიშურით შეშფოთებული, და კლდის პირებზე ზვირთთაშემუსრავს.ესრედ იდუმალ, მაგრამ ძლიერად, დაიტანჯების მარად მიჯნური,თუ მას ნამდვილად ეგზნების გულსა ტრფიალებისა ცეცხლიციური.
1844 წ.
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი