↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემს ვარსკვლავს

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2016-09-121 წთ საკითხავი5429 ნახვა

—
რად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო?მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო:შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას,შეეჩვია გული სევდითა კრთოლვას!ნუ გგონია, ბედსა მით დამიმწარებ,რომ უეცრად ბუქით ნისლს მოიფარებ;შენ არ იცი, რა სიამეს მომაგებ,როს მიბჟუტვით ნისლით გამომინათებ.რა სახითაც გინდა შენ მე მეჩვენო,მაინც გიცნობ, მშვენიერის ცის მთენო:ნათელი ხარ შენ ნათელის სულისა,მალხინებელ დაბინდულის გულისა!მოციმციმდი, მოდი, გამომედარე,შენგან ბნელი გული გამომიდარე;კვლავ ციური ცეცხლი გარმოისარე,ნაბერწკალნი ეშხისა მომაყარე.
1837 წ.
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი