↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი ლოცვა

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2016-09-121 წთ საკითხავი5439 ნახვა

—
ღმერთო მამაო, მომიხილე ძე შეცთომილიდა განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი!ნუთუ მამასა არღა ჰქონდეს გულის-ტკივილი,ოდეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი?
ჰოჲ სახიერო, რად წარვიკვეთ მე სასოებას;პირველ უმანკომ თვით ადამმაც სცოდა შენს მცნებას,უმსხვერპლა წადილს სამოთხისა მშვენიერება,გარნა იხილა სასუფევლის მან ნეტარება!
ცხოვრების წყაროვ, მასვ წმიდათა წყალთაგან შენთა,დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა!არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა,არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა!
გულთა-მხილავო, ცხად არს შენდა გულისა სიღრმე,შენ უწინარეს ჩემსა უწყი, რაც ვიზრახო მე;და - ჩემთა ბაგეთ რაღა დაუშთ შენდა სათქმელად?მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად!
1840
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი