↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემთ მეგობართ

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2014-05-131 წთ საკითხავი2393 ნახვა

—
ჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთდა სიყვარული გულის ჭირთაც გისიამოვნებთ,არ დაიჩნიოთ შავის ბედის მსწრაფლნი ლახვარნიდა შეუპოვრად წარიხოცეთ ცრემლნიცა მწარნი.აჰყევით სოფელს, შეურჩენელს და მომღერალსა,ნუ მოარიდებთ სიყმაწვილეს ტრფობისა ალსა!სასაცილოა, ბერი კაცი რომ ყმაწვილობდეს,და საბრალოა, როს ჭაბუკი ბერიკაცობდეს!
მას ვაქებ, ვინცა თვის სიცოცხლე ასე ატარა,რომ ყოველი დრო შესაფერად მიმოიხმარა!მაშინცა კმარა დადუმება გულის ვნებათა,კისრად ტვირთება წუთის-სოფლის მძიმე ზრუნვათა.
ოდეს მზის სხივნი შეგვიცვლიან ჩვენ დილას მას ნელსდა ცრუ სოფელი სიყვარულსაც შეჰყრის სარგებელს!მხოლოდ ერთს გირჩევთ და გახსოვდეთ ესე თათბირი,მერწმუნეთ, ძმანო, ნაცადი მაქვს ეს გულის ჭირი:არ შეემსჭვალოთ მოკისკასეს, კეკელა ქალსა,სულის დამტყვევნელს და გრძნობათა ცრუდ მომღერალსა!აშიკის ენა მას ახარებს, მას ასულდგმულებს,ხოლო სიყვარულს გული მისი ვერ მიიკარებს!
1841 წ.
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი