პოეზია · ლირიკა
ქარს
ქარი, რომელიც დაჰქრის,ქარი, რომელიც სერავს,ქარი, რომელიც ბურღავს,ბოლოს მოგვიღებს ყველას.ქარი, რომელიც აღებს,ქარი, რომელიც ხურავს,ქარი, რომელიც ახვევსთავის ცეცხლს ხატაურას.ქარი, რომელიც ქანცავს,ქარი, რომელიც დაობს,ქარი, რომელიც ფანტავსსულში დაქენქილ ქაოსს.ქარი, რომელიც დაძრწის,ქარი, რომელიც სუსხავს,ქარი, რომელიც გვაცლისდა მერე გვაცლის სულსაც.