პოეზია · ლირიკა
*** "მე შენ მოგიტაცებ"
მე შენ მოგიტაცებყველა ღმერთის ჯიბრზე,ყველა ღრუბელს იქით გადაგმალავ...ჩემმა სიყვარულმა შენი სახლის კიბესროგორც გაზაფხულმა, ისე ჩაუარა.და თვით ღმერთებს თითქოსუღმერთობა სწამდათიასამნისფერი ზეცის ჯვარზე მეტად...და მეც ეშაფოტზე ამიყვანენ, ალბათ,შენ გაგხდიან ჩემი უღმერთობის ღმერთად.ხალხი კვლავ იმღერებსსასიკვდილო ფსალმუნს,ჩემი თბილი სისხლით დახატავენ ქალაქს,როცა შემიყვარებ მე _ მიწიერ ასულს,წავალ სხვაგან, წავალ, წავალ.ცა იქნება სხვისი,მზე იქნება სხვისიდა შენც არ იქნები ჩემი, ალბათ,დახატავენ ქუჩებს ჩემი თბილი სისხლით,ოც კარიბჭეს ქვისას დაუდგამენ ქალაქს.ვიცი შემიყვარებ, ვიცი,ვიცი, ვიცი,მე კი მაშინ შენგანწავალ, წავალ, წავალ!..