პოეზია · ლირიკა
შაგალის საათები
მე დავთქვამ ვადას ჩემი სიცოცხლის,ხანგრძლივ სიამისდა ლურჯ საათზე როცა ჩამოჰკრავსლურჯი თორმეტი,ყველა ლოცვას და ყველა ტკივილსერთად გავიტანამ სამოთხიდან იმ სამოთხემდის...მე დავთქვამ ვადას წყლის მოქცევის,გზათა უკუსვლისდა ლეგა საათს თავს დაატყდებალეგა თორმეტი,და წარსულიდან წამოსული წამოწვეთს ქარვა,მომაგონდება ისიც, რასაც ვერ ვიგონებდი.მე დავთქვამ ვადას,როცა გაწყდება სიმი ყოველი,როცა ნაჯახით გაჩეხავენ ვარდისფერ საათს,როცა თორმეტი _ ვარდისფერიაღარ დარეკავსდა რაც აქ დარჩა, ისიც კი წავა...მე დავთქვამ ვადას,ცისფერ ვადას დაგითქვამთ, ძმებო,ჩვენი შეხვედრის, თავშეყრის დათავის გატანის,რაღაცა ვუთხრათ ამ გარიყულ ყვავილებს ველზე,ბავშვებს _ საჯიშე ცხენებივით გამოზრდილებს,ვუთხრათ მართალი;როგორ ბერდება აკვანშივე სისხლი და სულიდა როგორ წვეთავს გონებაშიდაღლილი ღმერთი,გათიბულ მინდვრებს როგორ სტკივათმოჭრილი მკერდიდა ითვლის წუთებს დრო,რომელიც არსად არ არის.