↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მე ფოთლებივით მცვივა დარდები"

ქუთათელაძე ნინო

2026-07-181 წთ საკითხავი579 ნახვა

—
მე ფოთლებივით მცვივა დარდები,რაკი სხეული შემოდგომაადა სიყვითლისგან მინდა ავტირდე,რაკი სხეული შემოდგომაა.შემოდგომაა ჩემი აპრილი,ჩემი მაისიც შემოდგომაა,შემოდგომაა, რაც გავიარე,და გასავლელიც შემოდგომაა.მე ფოთლებივით მცვივა ჩიტები,თეთრი ჩიტები ჩემი სხეულის,ვარ დალეული წყაროს წყალივითდა სიმინდივით გადამტვრეული,მაგრამ არ მტკივა არც ერთი ნეკნი,არც სისხლი მწამლავს მოხეტიალე,შემოდგომითაც ამოდის მზე და _ერთი დღე მაინც გაიმზიანებს.

ქუთათელაძე ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი