პოეზია · ლირიკა
*** "მე ვემზადები თვითმკვლელობისთვის"
მე ვემზადები თვითმკვლელობისთვისისე, რომ თავსაც კი არ ვუტყდები,მე ვემზადები წყალდიდობისთვისდა სიმებივით თრთიან წუთები.წამი და წვეთი ერთად წრიალებს,აწრიალებულს წამლავს ცხოვრებას _მახსოვს, მზესავით რომ ჩაიარედა სიკვდილშიაც მემახსოვრება.რა არის ხსოვნა? _ ერთი წუხილი,ცრემლის მარცვალი, სულში რომ სძინავს,მარადიული მისდევს უხილავსდა ელოდება სინათლის წვიმას.ვიცი, გამოცდა ისე მწარეა,სიხარულისთვის ვეღარ მოვიცლი,ეს მძორი უკვე ნასახლარიადა ვემზადები თვითმკვლელობისთვის.