↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარით დატირებული

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96990 ნახვა

—
ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,მოფრინავდა ფოთოლი, ხიდან ჩამოფრენილი.და სტიროდა მიდამო, იძვრცებოდა ტყეები,და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,შევაჩვიე სიცივე, ჩემი გულის სიცივეს.ეხლა... თოვლში ჩაფლული, უნუგეშოდ შთენილი,იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი...
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი