↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარის პირდაპირ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
ის, რაიც წელთა სვლაში ჩაერთო,ის, რამაც ჩაჰკლა ყრმობის არია,ის მოღრუბლული სემინარია,ის დღე, უშუქო და უხავერდო,ის სევდიანი რხევა ჰაერთა,ის, რაც დაგვმართა საერთო ჩაგვრამ -შენაც გეხება თანაბრად. მაგრამსთქვი: აწ მე და შენ რა გვაქვს საერთო?კვლავ ჩემთვის - ზევით - უგულო ცაა,და წინ, არარა ნუგეშის მცემი...გემიც დაიძვრის, აჰა, საცაა,აჰა, საცაა დაიძვრის გემი!დაიმსხვრა გემთა სხვათ წინაერდო.გვირგვინი ზეცის არ გაბარია:მეფე მეფეთა - ეს ზღაპარია,ოცნებათ სხვათა და სხვანაირთა.შენ უდაბნოებს აჩენდი, ღმერთო...გათავდა! აწი ვერავის დაჰკრავ,ჯვარზე იმგვარად ვეღარ გააკრავ...ბედო, მე და შენ რა გვაქვს საერთო?არა სასტიკი და გულდამწყვეტიარის შეხვედრა შენი და ჩემი.გათავდა! დადგა დრო გადამწყვეტი:აჰა, საცაა დაიძვრის გემი.
მაშინ ჯამბაზთა, მაშინ გაერთაყალბი შუშები სჩანდა მინანქრად.რისთვის გაშალე საომარ აფრადუნელებელი რბევა შაირთა?ჩაშლილი ხიდი რამ შეაერთა?წინაშე ყველა კაცთა და ერთამოგხვდა? იგრძენი? ხომ მოგხვდა მაგრად?ეხლა მე და შენ რა გვაქვს საერთო?ეხლა რას მისდევ გემს ნაპირ-ნაპირ,სად ლურჯი კლდეა და მწვანე თხემი?ქარის პირდაპირ, ქარის პირდაპირ,ქარის პირდაპირ სწევს ჩემი გემი!
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი