↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარიშხლის შემდეგ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
სად კაეშანი ისევე მეფობს,სადაც კვლავ დარჩა ძველი იარა,იქ ქარიშხალმა გადაიარა,იქ ქარიშხალი მწარედ გმინავდა:
ჰკვნესდა, ჰკიოდა და დაფრინავდაკიდითი-კიდე - ვით ბელზებელი.რა დარჩა შემდეგ? ისევე ძველიუკურნებელი და მწვავე წყლული.
და მწარე ფიქრით გარემოცულიმივჩერებივარ ცისა დასავალს,ვისმენ მიდამოს თავგადასავალსსიჩუმეში მყოფს, სიჩუმით ნათქვამს.
ყოველ ობოლ წუთს, ყოველ ობოლ წამს,ტყეს მიმკვდარებულს და თმაგაწეწილს,რტოებს, ქარიშხლით ასე დალეწილსგანმარტოებულს ვავედრებ საფლავს.
სულს ის მიშფოთებს და გულსაც ის ჰკლავს,რომ ამ დუმილში ყოფნა ვერ ილხენს,თუ ქარიშხალიც არ გადაიფრენს,სანამ სიკვდილი ქვეყანას ჰფარავს.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი