↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არწივი

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2026-07-181 წთ საკითხავი21097 ნახვა

—
არწივი ვნახე დაჭრილი,ყვავ-ყორნებს ეომებოდა,ეწადა ბეჩავს ადგომა,მაგრამ ვეღარა დგებოდა,ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,გულისპირს სისხლი სცხებოდა.ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულსგაშლილს, გაფანტულს ველადა!
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი