პოეზია · ლირიკა
არაგვს
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
დამწუხრებულმა, არაგვო,რო გნახე, გავიხარეო,სრულიად გამოვიცვალე,წელშიაც ავიხარეო.
რა ლამაზია, წყეულო,შენთ ზვირთა ლაღნი ჩქერანი,გააფთრებულსა ტალღასაკლდეს რო წაუვლენ თქერანი!
შენ თვალს გარიდებ მაშინა,მთებისკე მწადის ცქერანი,უნდომლად მამინდებიანბედკრულს ბედკრულნი მღერანი.
გულიც იქ იწევს, თვალიცა,იქ რო მაღალი მთებია,ვინც რომ გიჟმაჟი გაგზარდა,ვის ძუძუც პირში გდებია,იმათ კალთაზემც მოვკვდები,მათ ლოდი გულსამაც მდებია!
ზაფხულში აყოვდებიანმკერდნიც კი სალის კლდისანი,ყვავილთ პირს ეკონებიანცივნი ნამცვრევნი ცისანი.
გაჰყუჩებია ნიავსაჯიხვი, ყელ-ყურით ლამაზი,აღარ აჩხერებს ქვიშათაკლდით კლდეზე მხტომი გავაზი.
ხან რომ ცა მაიღრუბლება,ჩებნელდებიან ხევები,გაჩნდება მეხთა ტკრციალი,ათრთოლდებიან ხეები,კლდეებზედ დაიკეცებასვავთა და არწივთ ფრთეები.
თმებს უკუიყრის ნაკადი,ცისაკ დაიწყებს ცქერასა,შაჰყურებს გაოცებულიშავის ღრუბლების მღერასა.რა ყურმა უნდა გაუძლოსიმ მთების გულის ძგერასა?!
ხშირად მოხეთქილ წვიმასასიპისა აქვის ღარები,აქა-იქ გაიმტვრევიანპირგაშაული ღვარები;იზიდებიან შენკენაის გრძნობისაგან მთვრალები,იმათ ვეღარა დაიჭერს,თუნდ რკინის დაჰხვდეს კარები.
ახლა ავდარიც გადიყრისდა მზეც გადივლის გორასა,ნაწყვეტ-ნაწყვეტი ნისლებიხევებში სდგამენ გორასა.ვეღარა ჰბედვენ ბეჩავნიმთებისად მეხის სროლასა,მაგრამ ფიქრობენ ვაჟანისახვალიოდაც ბრძოლასა!