პოეზია · ლირიკა
ქალი
ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა,ჩემი რწმენა და რწმენის სასახლე,მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდანდა ჩემს სალოცავ ხატად დაგსახე.შენით მოვიგე ომი მრავალი,ზედ მტკვარზე შენთვის დავდგი ტაძარი,შენა ხარ ევას შთამომავალიდა მე კი შენი ცეცხლით დამწვარი.ადამის ძე ვარ და რა მეღონა,როცა სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა,შენ ღმერთმა კი არ გამოგიგონა,მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან.გული, რომელიც არ აღეგზნება,გული კი არა ცივი ლოდია,ძველი რომი ხარ და ჩემი გზებიდასაბამიდან შენსკენ მოდიან.მე შენს განგებას ვერსად წავუვალდა ჩემი ლექსი როგორ გაკადრო,შენ, ჩემო დიდო დღესასწაულო,ჩემო სათავევ და შენაკადო.მზე კურცხალივით ცაზე ეკიდა,მარტო ვიყავი და შენ გინატრე,მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდანდა სამოთხეში დაგაბინადრე.