↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 149 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21579 ნახვა

—
არ გიყვარვარო! – ვეღარ მეტყვი ცილისწამებით,თავადაც ხედავ, საკუთარ თავს მტრად რომ ვექეცი,რომ შენზე ფიქრში თენებით და შემოღამებითჩემსავე სხეულს სუნთქვასავით გამოვექეცი.ვერ მეტყვი, რომ შენს მოძულესთან დავალ მოყვრებით,რომ შენს მოშურნეს თვალთმაქცური ჟინით ვხლებივარ,რომ მორჩილების კვნესითა და ამოოხრებითშენს სისასტიკეს ერთხელ მაინც შევბრძოლებივარ.ვერ მეტყვი – თითქოს საკუთარ თავს ვუმზერ პატივით,რომ შენს სამსახურს არ მივიჩნევ მე ჩემს ღირსებად,რომ შენი მზერა არ მიზიდავს ანდამატივითდა სიყვარული გადამექცა გასაძლისებად.მაგრამ შენ გიყვარს ის, ვინც ცხადად ხედავს შენს ცოდვებს,მე კი სიბრმავე ბედისწერის სასჯელად მომდევს.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი