↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 15 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21575 ნახვა

—
როდესაც ვფიქრობ, ხანმოკლეა სრულყოფილება,დრო რასაც შექმნის, თვითონ დროვე გააჩანაგებს,ვინც კი ცხოვრების გამოფენას მოევლინება,იმის ბედ-იღბალს ვარსკვლავების ძალა განაგებს.დაბადებიდან ცა დაგვხარის, როგორც მცენარეს,მესაფლავედაც ჩვენ იგივე ცა გვეგულება,და სიჭაბუკით სავსე დღეებს, მოუსვენარებს,ბოლოს ზამთრით და დავიწყებით შეცვლის ბუნება.შენს ბედზე ვწუხვარ, რადგან ვხედავ ჟამი აფრთრდება,სურს, სიყმაწვილის საგანძური დაგიზიანოს,დრო მუხანათი სადმე ღამით ჩაგისაფრდება,რომ შენი ყრმობის გარიჟრაჟმა ვერ იმზიანოს.და რადგან ვიცი შენს სიბერეს ვერ გადავიტან,მე ჩემი ლექსით სიჭაბუკეს გამყნობ თავიდან.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი