↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 150 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21581 ნახვა

—
მითხარი, მაინც ვინ შთაგბერა ძალა ამხელა,ნუთუ ნაკლოვანს ჩემს მბრძანებლად უნდა გრაცხავდე,შენი წყალობით სინამდვილის მიჭირს გამხელა,და დღის ნათელი უკუნ ღამედ გამოვაცხადე.სიკეთედ როგორ მომაჩვენე შენი სიავე,შემომატყუე სიმახინჯე ნამდვილ მშვენებად.ეჭვი ყოველი ასე როგორ გამინიავე,ცოდვები შენი ღირსებებად რომ მეჩვენება.შენით მონუსხულს სიყვარულის ძალი მერევა,ზიზღის ღირსი ხარ, მაგრამ მაინც ვერ შეგიძულე,თუ შენ დამლოცავ, სხვა არ მინდა ბედნიერება,და არ ვინაღვლებ, ამ სიყვარულს სხვა რომ მიწუნებს.მე თუ უღირსი შეგიყვარე დაუფარავად,ამ ღირსებისთვის ტრფობის ღირსი ნუთუ არა ვარ?!
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი