↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 151 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21574 ნახვა

—
ტრფობა ნორჩია, სინდისი არ მოეთხოვება,თუმცა სინდისი ქვეყნად ტრფობას გაუჩენია,შენც არ გაკილო ცოდვიანი ჩემი ცხოვრება,თუკი არ გინდა, კიდევ ერთხელ ავნო შენიანს.შენმა ღალატმა ყველაფერი წმინდა წარხოცა,სხეულის ჟინით შემიცვალა თრთოლვა სულისა,შენმა ღალატმა საბოლოოდ გამაავხორცა,სულმა სხეული საბოლოოდ გააგულისა.შენს ხსენებაზე აღზევდება ჩემი არსება,და იამაყებს, შენ რომ ასე მოგინადირა,ხან აღსდება და ხანაც მონას დაემსგავსება,ძირს დაემხობა და შეგჩივლებს თავის სატირალს.უსინდისობად ნუ ჩამითვლი, თუ გთხოვ თანხმობას,თუ შენთვის აღმდგარს, შენს წინაშე მინდა დამხობა.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი