↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 152 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21577 ნახვა

—
მე სიყვარულში ცოდვილი ვაარ, გამოგიტყდები,მაგრამ შენ თვითონ ხომ ორკეცი ცოდვით ეწვალე:ქმარს უღალატე, როს მე მითხარ ფიცის სიტყვები,და მერე ჩემი სიყვარულიც ზიზღით შეცვალე.ვიცი და მაინც სამდურავი ვეღარ გითხარი:ფიცის გატეხის ცოდვა მადევს თავად ოცამდე:შეცოდებაა, დარჩე ჩემგან განუკითხავი,შეცოდებაა, მოღალატეს მევე გლოცავდე.გამოგაცხადე მთელი ქვეყნის წმინდა საუნჯედ,ვადიდე შენი სინაზე და შენი სიკეთე,მე სიყვარულით შენს ცოდვებზე თვალი დავხუჭედა სიმართლისკენ გზა ყოველი გარდავიკეტე.ამდენ სიცრუეს როგორ ვბედავ, ნეტავ ვიცოდე,ასე უყიფრად მშვენიერი როგორ გიწოდე.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი