↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 153 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21580 ნახვა

—
მარად ანთებულ ჩირაღდანთან სძინავს კუბიდონსდა შეხეთ, ნიმფამ გადაწყვიტა ერთი მზაკვრობა:სურს, რომ ჩირაღდანს ცეცხლის ძალა გამოუფიტოსდა ყინულოვან ღელის წყალში ცდის მის ჩაქრობას.უზენაესი სიყვარულის ცეცხლი რა იქნა?წყალს გადაედო რაც ჩირაღდანს ძალა ებადა,უბრალო ღელე სამკურნალო წყლად გადაიქმნა,გამკურნებელად ათასნაირ სნეულებათა.ღმერთმა ის ცეცხლი კვლავ აანთო სატფოს თვალთაგან,მკერდზე მომადო ჩირაღდანი ალის ნაკადით,მეც სიყვარულის შემოტევამ მყისვე გამთანგადა ჯავრიანი სამკურნალო წყლისკენ გავქანდი.შველა ვერ ვპოვე, ახლა უკვე იმ აზრს ცადგივარ,მხოლოდ მიჯნური თუ მომირჩენს მძიმე სატკივარს.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი