↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 154 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21579 ნახვა

—
თურმე ხანდახან კუპიდონსაც ძილი უნდება:მიწვა დათავის ჩირაღდანი იქვე მიაგდო,ცეცხლი მოსტაცეს ფერიათა თეთრმა გუნდებმა,და არვინ უთხრა – ჩირაღდანი ნიმფებს მიაქვთო.რომ კაცთა მოდგმას დაავიწყდეს ძველი განცდანი,რომ ადამიანს ტრფობამ სული ვერ დაუბინდოს,რომ მიჯნურობით არ ეწამონ ძენი კაცთანი,ნიმფამ მოსტაცა სიყვარულის ცეცხლი კუბიდონს.აგერ, გამოჩნდა ცივი წყარო ნიმფას წინარედა მანაც წყალში გადააგდო ალი წყეული.ჩამქრალ ჩირაღდნით უცებ გათბა თვითონ მდინარე,ავადმყოფთათვის სამკურნალო წყლებად ქცეული.მეც სააქიმოდ მოველ, მაგრამ უკვე ვიცი მე:ტრფობა რომ ათბობს, იმ წყლით ტრფობას ვერ გავიცივებ!
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი