↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უფალო

ბერიძე აჩი

2026-07-181 წთ საკითხავი3627 ნახვა

—
"უფალო შეგვიწყალენ"...თვალებზე ფარდა ჩამოვიფარე,ანუ დავხუჭე,ხატს გაუბედავად ვემთხვიედა არ ცოდნილი ლოცვა სამჯერ წავიკითხე...
ცოდვებს ვერ ვუთავდები,არც კი ვიცი ჩავწერო რაში,ნაბიჯებს ყოველთვის საშიშს,არ გადავდგამ... ძალა მომეცი ღმერთო,ძალა მომეცი, რომ ჩემი სული ეშმაკს არ ენდოს,რომ ამ დაღლილმა თითებმა - სამების -შეეხოს ჯერ შუბლს, მერე მუცელს, და ორივე მხარს,რიგრიგობით რათქმა უნდა და ყოველთვის მარჯვნიდან მარცხნივდა ისევ თავიდან კიდევ ორჯერ...
რომ ეს ბიბლია ხელში არ დამიმძიმდეს, საკუთარი სულივით,რომ ეს თეთრი სიბნელე,სიბნელედ მეჩვენებოდეს და თავის დაღწევას ვლამობდე...და კიდევ ბევრი "რომ ეს"...არა მარტო მე უფალო,არამედ ყველა შეიფარე, ყველას გვწყალობდე,რამეთუ შენ ხარ ის წერტილი,რომელიც ყოველი მოთხრობის,ლექსის,წიგნის ბოლოს არის ხოლმე...რომელსაც შეიცავს როგორც სამწერტილი,ასევე წერტილმძიმე დაყველა სასვენი ნიშანი, გარდა მძიმის,იმიტომ რომ მძიმე ისედაც ძნელი სათრევია,თუმცა მძიმე იყო ის ჯვარიც...მძიმეა ყოველი ჩვენი დღეც...მძიმეა ეს სიტყვებიც...მძიმეა უფალო უშენოდ...და სად ხარ უფალო... და სად ხარ უფალო..."რომელიც ხარ ცათა შინა".
ბერიძე აჩი

ბერიძე აჩი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი