პოეზია · ლირიკა
სხვა მედეა
რა შეიძლება მომხდარიყო ან როგორ უნდა მომხდარიყოან რატომ უნდა მომხდარიყო ასებავშვებს ისეთი მოვლა უნდათ რომ უფრო მკვეთრად შემოხაზონამ დავალების ყველა სიტყვა და ასო.კვებავ ნახერხით მშიერ ჩვილებს - ყანაში ქურდი მაჩვებივით -ძუძუზე მგლები - ათი, ორმოცი, ასიმგზავრი ხარ - გზების მასპინძელიუცხო - ისევე ახლობელიროგორც ქათამიქვისთვის - კრუხად რომ დასვა.
ოპალს სველი ბრინჯით გამოკვებავქრიზოლიტს - მზისფერი წიწილებით,ლალს - სისხლით,მარგალიტს - პურის ფქვილით,ბროლს - წყალგარეული ღამე უნდა,ლოცვებს შეუთვისე ამეთვისტო,ქარვა, საფირონი, ბრილიანტიხარ ერთი ხარხან მილიარდი.
ზაფრანა, კამა, დარიჩინი რაც გაქვს ყველაფერი დანარჩენი:ვანილი, ილი, ანისული, ( როგორც შენი შვილის კანის სუნი)წიწაკა , პიტნა, ბაზილიკი - ერთად , სულ მცირე ნაწილიც კი -კვალზე მიაფრქვიე - დანაგეში ძაღლის შვილსჯობდა, რომ დანა გეშვა . .
ჟანგის შესაჭმელად დატოვებდი.
გახსენი შენი საგანძურიქარები- ალმასები - გახარებულთვალებს მიაგებე დედის სითბო,და შენი ბარტყები( ბახალები იმისთვის)გულში მაგრად ჩაიხუტეისე ჩაიხუტე,ჩაიხუთონ . . .